საწვავის ფასები

ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, საწვავის იმპორტიორები ფასების კორექტირებას მალე მოახდენენ

მინდა გამოვეხმაურო საწვავის ფასს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საერთაშორისო ბაზარზე თავიდან იყო შოკური მდგომარეობა და ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა მოხდა, თითქმის გაორმაგდა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ფასმა ჩვენთანაც მოიმატა. ომის დაწყების შემდეგ ლარიც გაუფასურდა და ამ ყველაფერმა გავლენა იქონია. ახლა კი მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები შედარებით შემცირებულია და ლარიც დოლართან მიმართებაში უფრო გამყარებულია. ამიტომ, ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, მე მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ ფასების კორექტირებას. არსებობს მოლოდინი, რომ  საქართველოში საწვავის ფასი მალე შემცირდება და რაც უფრო მალე დაიწყება ეს პროცესი, უკეთესი იქნება. ყველას უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნავთობი და საწვავი შემოიტანოს. თავისუფალი ბაზარი გვაქვს და მთავრობა არ ერევა ფასების რეგულირებაში.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები