საფრანგეთის არჩევნები

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დღეს დილით, 8 საათიდან გაიხსნა. პირველადი ეგზიტპოლების შედეგები, რომლებიც საფრანგეთში, როგორც წესი, თითქმის ზუსტად ასახავს არჩევნების შედეგებს, საღამოს 6 საათისთვის გახდება ცნობილი. 

რამდენიმე კვირით ადრე, წინასწარი გამოკითხვების შედეგებით, ემანუელ მაკრონი ლიდერობდა. თუმცა, არააქტიურმა კომპანიამ და ქვეყანაში ინფლაციის მკვეთრმა ზრდამ, მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი შეარყია. 

ამის საპირისპიროდ, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის მხარდამჭერთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. 

"ყველაფერი შესაძლებელია. გაიხსენეთ "ბრექსიტი" და სხვა არჩევნები: რეალურად მოხდა ის, რაც წარმოუდგენლად გამოიყურებოდა" - მიმართავს ლე პენი თავის მხარდამჭერებს.

კომენტარები