პაკისტანი

პაკისტანის პარლამენტმა პრემიერმინისტრს უნდობლობა გამოუცხადა

REUTERS/Athit Perawongmetha

ეკონომიკის გაუარესებისა და წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობის ბრალდებით, პაკისტანის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერმინისტრს, იმრან ხანს უნდობლობა გამოუცხადა

ხანი 2018 წლიდან იყო ხელისუფლებაში, სამხედროების მხარდაჭერით. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგა, რაც მოკავშირეებმა მისი კოალიციური მთავრობა დატოვეს. ანალიტიკოსთა აზრით, ამის პარალელურად მან სამხედრო მხარდაჭერაც დაკარგა.

პრემიერმინისტრისთვის უნდოლობლობის გამოსაცხადებლად 342 წევრიან პალატაში ოპოზიციამ 174 ხმის მოპოვება შეძლო. კენჭისყრას ხანის პარტიიდან მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა.

"ჯარისკაცები მხარს არ უჭერენ და წარუმატებლობაში ადანაშაულებენ". - თქვა ოპოზიციის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, შაჰიდ ხაკან აბასიმმა.

ოპოზიციური პარტიების თქმით, პრემიერმინისტრმა ვერ შეძლო COVID-19-ის გამო დასუსტებული ეკონომიკის აღდგენა და ვერ შეასრულა დაპირება, რომ პაკისტანი კორუფციისგან თავისუფალი იქნებოდა.

1947 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ პაკისტანში არცერთ პრემიერმინისტრს არ დაუსრულებია მმართველობის სრული ვადა, თუმცა ხანი პირველია, ვინც უნდობლობის ვოტუმით გადააყენეს.

კომენტარები