რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა ომის დანაშაულია

Christophe Gateau/AFP via Getty Images

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას ომის დანაშაული უწოდა და თქვა, რომ დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

"ეს არის ის, რასაც ვერ დავივიწყებთ. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ, რომ ეს ომის დანაშაულია. ეს გახლავთ ომის დანაშაულები, რომელსაც არ შევეგუებით. პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ეს ჩაიდინა". – თქვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცმა ასევე თქვა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები