კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ რაღაც ექსტრაორდინარული არ მოხდა, WHO წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს

დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველა პროგნოზით, რასაც საერთაშორისო დიდი ინსტიტუტები აკეთებენ, მათ შორის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს აპრილში გარკვეული, შესაძლებელია, მცირე ფლუქტაციებით.

არ გამოცხადებულა დასრულებულად პანდემია, მაგრამ [ჯანმოს] სტრატეგიულ დოკუმენტის მიხედვით, მისი მწვავე ფაზა სრულდება. ანუ დიდი ალბათობით, თუ რაღაც ექსტრაორდინარული არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში, ევოლუციაში, მაშინ წელს დიდი ალბათობით ჯანმრთელობის მსიოფლიო ორგანიზაცია პანდემიას გამოაცხადებს დასრულებულად

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე რუსთავი ორთან.

კომენტარები