საქართველო-უკრაინა

კულებას საქართველოს ახალი საგარეო მინისტრისგან რუსეთის წინააღმდეგ მხარდაჭერის იმედი აქვს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ილია დარჩიაშვილისგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მხარდაჭერას ელის.

"მოუთმენლად ველი ილია დარჩიაშვილთან, საქართველოს ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან მუშაობას, რათა უფრო გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოს შორის. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერის სრული იმედი გვაქვს". - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.

საქართველოს პრემიერმინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობიდან 4 აპრილს გადააყენა და აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა, მის შემცვლელად კი,  მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, პოლონეთში ყოფილი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაასახელა. 

ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა "გაუგებარი გადაწყვეტილებაა", ხოლო "დესტრუქციული ოპოზიცია" თბილისიდან და კიევიდან "საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებას" ცდილობს.

"არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები" – რას ამბობდა ახალი მინისტრი ელჩის გაწვევაზე

კომენტარები