რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ვიწვევ მერკელსა და სარკოზის ბუჩაში, ნახონ რა მოიტანა რუსეთის მიმართ დათმობებმა

მე ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის ეწვიონ ბუჩას და ნახონ, რა მოიტანა  14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკამ. საკუთარი თვალით ნახონ ნაწამები უკრაინელები.

ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, გარდა კონკრეტული რუსი სამხედროებისა, რომლებმაც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ეს ჩაიდინეს, იმათ გარდა, ვინც მათ ბრძანება მისცა. მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება ვისაუბროთ გაურკვევლობაზე.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

კომენტარები