რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პაპი ფრანცისკე კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს

პაპი ფრანცისკე
REUTERS

პაპი ფრანცისკე უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს.

რომიდან მალტაში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტმა პაპს ჰკითხა, განიხილავდა თუ არა უკრაინული მხარის მიპატიჟებას, ჩასულიყო კიევში.

"დიახ, ეს საკითხი განიხილება”. - თქვა პაპმა ფრანცისკემ.

სხვა დეტალები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები