მკვლელობა ქუთაისში

შსს: ქუთაისში 27 წლის ქალმა მამაკაცი მოკლა

ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში 27 წლის ქალმა კონფლიქტის შედეგად წარმოქნილი ურთიერთშელაპარაკებისას 25 წლის მეგობარი მამაკაცი მოკლა. ქალმა კაცს ჭრილობა ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ტ.კ. კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა. პოლიციამ ქალი ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შემთხვევიდან რამდენიმე საათში თერჯოლის მუნიციპალიტიტეტში დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

შემთხვევა 31 მარტს მოხდა. 1995 წელს დაბადებულ ქალს ს.ყ. ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

კომენტარები