მკვლელობა ქუთაისში

ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, 2 ადამიანი დააკავეს. 

ქუთაისში მკვლელობა 18 ივლისს მოხდა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შსს-მ 45 წლის ქალი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე 31 წლის მეგობართან, ე.ჩ.-სთან სტუმრობის დროს შელაპარაკების შემდეგ მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მიიმალა. ქალი გარდაიცვალა. 

შსს-მ მკვლელობის ნივთმტკიცება, დანა ამოიღო. უწყების ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები