რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ლუგანსკის ოლქის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს – დაიღუპა 2 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. აგრეთვე, რუსებმა იერიში მიიტანეს ოლქის კიდევ 2 ქალაქზე, ლისიჩანსკსა და ტოშკივკაზე, რასაც კიდევ 2 პირის დაშავება მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

აგრეთვე, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეზე, ქალაქ კრემენაიასა და ივანოვკის რაიონზე. დაზიანდა 18 სახლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ოლქში დაახლოებით 74 000 ადამიანს გაზი არ მიეწოდება, 125 000 პირს კი ელექტროენერგია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები