რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

როსკომნადზორი ვიკიპედიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეადგენს

რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსკომნადზორი) აპირებს ინფორმაციულ საიტ Wikipedia-ს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რადგან ეს უკანასკნელი საკუთარი პლატფორმიდან არ შლის ინფორმაციას, რომელსაც მოსკოვი "უკანონოდ" მიიჩნევს. 

როგორც როსკომნადზორში ამბობენ, Wikipedia-მ "არ წაშალა არასანდო საზოგადოდ მნიშვნელოვანი მასალები, ასევე სხვა აკრძალული ინფორმაცია".

რუსეთის მარეგულირებელი ორგანოს განცხადების მიხედვით, მათ Wikipedia-ს შესაძლოა 4 მილიონი რუბლის ღირებულების ჯარიმა გამოუწერონ. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კრემლმა აქტიურად დაიწყო მედიის, სოციალური ქსელებისა და ზოგადად ინტერნეტსივრცის შეზღუდვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები