ჰოლივუდი

ბრიუს უილისი ავადმყოფობის გამო კინოს ტოვებს

LA Times

გასულ კვირას რამდენიმე გამოცემამ ბრიუს უილისის კინოდან წასვლის შესახებ დაწერა. ინფორმაციას ადასტურებს მსახიობის ოჯახი.

ოჯახის წევრების თქმით 67 წლის უილისს აფაზია დაუდგინდა – მეტყველების დარღვევა, რომელსაც ტვინის დაზიანება იწვევს.

"ბრიუსი ასრულებს კარიერას, რომელსაც მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ ოჯახს რთული დრო დაუდგა, ვაფასებთ თქვენს სიყვარულს, თანაგრძნობას და მხარდაჭერას". – წერია განცხადებაში.

აქამდე ყვითელ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ უილისს ტექსტის დამახსოვრების პრობლემა აქვს და ხშირ შემთხვევაში გადასაღებ მოედანზე ყურის მიკროფონს იყენებს, რომელიც სუფლიორის ფუნქციას ასრულებს. 2021 წლის დასაწყისში მსახიობი აფთიაქიდან პირბადის გარეშე ყოფნის გამო დაცვამ გაიყვანა. მოწმეების თქმით უილისს კისერზე ბენდენა ეკეთა და შენიშვნის მიუხედავად სახე არ დაიფარა, რამდენიმე მათგანის თქმით მსახიობი ძალიან დაბნეული იყო და თითქოს ვერ მიხვდა რას ითხოვდნენ მისგან აფთიაქის თანამშრომლები. მეორე დღეს უილისმა საქციელისთვის ბოდიში მოიხადა. 

რამდენიმე კინოკრიტიკოსმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში უილისი ბევრ უხარისხო, მაგრამ ფინანსურად მომგებიან ფილმში თამაშობს. მათი აზრით მსახიობი მცირე დროში დიდი ანაზღაურების მოპოვებას ცდილობს. ფული შესაძლოა ძვირადღირებული მკურნალობისთვის სჭირდება.

კომენტარები