ალტ-ინფო

პროკურატურა ქობულეთში ალტ-ინფოს ოფისთან ძალადობის გამო დაკავებული 5 პირის პატიმრობას ითხოვს

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

პროკურატურამ 22 მარტს ქობულეთში პუტინისტური ალტ-ინფოს წევრების მიერ დაფუძნებული პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან ძალადობის გამო დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა და მათ პატიმრობას ითხოვს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 22 მარტს, ქ. ქობულეთში, კონსერვატიული მოძრაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ზ.ჩ.-მ, გ.გ.-მ, ზ.გ.-მ, ზ.ფ.-მ და ი.ი.-მ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ. ჯ.-ს, გ. რ.-ს და თ.ქ.-ს". – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ.

ქობულეთში პუტინისტური კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან დაპირისპირება 22 მარტს მოხდა. მოქალაქეები ქალაქში პარტიის ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ და უკრაინას სოლიდარობას უცხადებდნენ. შსს-ს ცნობით, დაპირისპირებისას 12 ორკი დააკავეს.

კომენტარები