რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება

დმიტრო კულება

"თურქეთში რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაცია რეფერენდუმის ჩატარების საკითხებზე განხილვას არ აპირებს".- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა. 

კულება ამბობს, რომ უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს არ განიხილავენ, რადგან ეს უკრაინის შიდა საქმეა.

"ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ რომელი რეფერენდუმი ჩავატაროთ თუ არ ჩავატაროთ, ეს მოლაპარაკების საგანი არ არის. უკრაინის პრეზიდენტი ყოველთვის ყურადღებას ამახვილებს ხალხის პოზიციაზე, უკრაინელების პოზიციაზე. ამ თვეში ჩვენ გავიარეთ ეროვნული ერთიანობის გრძელი გზა. მე გამოვრიცხავ სიტუაციას, როდესაც ხელისუფლება რაღაცას აკეთებს ხალხის ნების საწინააღმდეგოდ".- ამბობს კულება.

მისი თქმით, მოლაპარაკების არც ერთ ფუნდამენტურ საკითხზე შეთანხმება, როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ ხდება აზრთა, წინადადებებისა და იდეების გაცვლა.

"ჩვენ ინტერესით ველოდებით ორ დელეგაციას შორის საუბარს, რათა დავინახოთ, მოდიან თუ არა რუსები ამ მოლაპარაკებებზე მზად, რომ მართლაც რაღაცაზე შეთანხმდნენ, თუ უბრალოდ გაიმეორონ თავიანთი მოთხოვნები, რომლებიც თავიდანვე იყო წამოყენებული. თუ დავინახავთ, რომ განწყობა შეიცვალა და ისინი მზად არიან სერიოზული არსებითი დისკუსიისთვის და დაბალანსებული შეთანხმებებისთვის, შემდეგ ყველაფერი წინ წავა. თუ ეს ისევ მათი პროპაგანდისტული კლიშეების დახურულ კარს მიღმა გამეორებაა, მაშინ ისინი ისე დაიშლებიან, როგორც ერთად შევიდნენ".- ამბობს ის. 

29 მარტს, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება. 

კომენტარები