რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ლავროვი სანქციებზე: დასავლეთმა ტოტალური ომი გამოგვიცხადა

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარე საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთმა დაწესებული სანქციებით რუსეთს ტოტალური ომი გამოუცხადა.

"ჩვენს წინააღმდეგ ნამდვილი ჰიბრიდული, ტოტალური ომი გამოცხადდა, რომლის მიზანიც რუსული ეკონომიკისა და მთლიანად რუსეთის დანგრევა, გატეხვა, განადგურება და დახრჩობაა". - თქვა ლავროვმა.

თუმცა, ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების მიუხედავად, რუსეთი იზოლირებული არ არის.

"ჩვენ მსოფლიოში უამრავი მეგობარი, მოკავშირე და პარტნიორი გვყავს. რუსეთი არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ყველა კონტინენტის წარმომადგენელ ქვეყნებთან ერთად მუშაობს და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ". - თქვა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვმა დაამატა, რომ ქვეყნების უმრავლესობა დასავლეთის მიერ რუსეთისადმი სანქციების დაწესების პოლიტიკაც არ შეუერთდება.

კომენტარები