რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: ვფიქრობ, ჩინეთს ესმის, მათი ეკონომიკა დასავლეთთან უფრო კავშირშია, ვიდრე რუსეთთან

NATO-სა და დიდი შვიდეული სამიტების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მისი აზრით, ჩინეთი ხვდება, რომ მათი ეკონომიკური მომავალი უფრო მეტად დაკავშირებულია დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან.

ბაიდენმა პრესკონფერენაციაზე გაიხსენა სი ძინფინგთან 19 მარტის ვიდეოსაუბარი და თქვა, რომ მან მაშინ იმ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რაც რუსეთმა მიიღო უკრაინაში შეჭრის გამო.

"მუქარას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მე მივუთითე იმ ამერიკულ და უცხოურ კომპანიებზე, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ბაზარი მათი ბარბაროსული ქცევების გამო", - თქვა მან.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, სი ძინფინგთან ლაპარაკისას მან აღნიშნა ჩინეთის ინტერესის შესახებ, რომ ჰქონდეთ ეკონომიკური ურთიერთობა ამერიკასა და ევროპასთან და მისივე თქმით, "ის [სი ძინფინგი], ამ მიზნებით, საკუთარ თავს მნიშვნელოვან საფრთხეში აგდებს, თუ მართლაც დააპირებს წინსვლას".

"ვფიქრობ, ჩინეთს ესმის, რომ მისი ეკონომიკური მომავალი ბევრად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან. და ვიმედოვნებ, რომ ის არ ჩაერევა", - თქვა ბაიდენმა.

კომენტარები