რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლომაჩენკომ მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას უკრაინაში დარჩენა და ოკუპანტებთან ბრძოლა არჩია

უკრაინელი მოკრივე, ვასილი ლომაჩენკო მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის აღარ იბრძოლებს. სპორტსმენმა უკრაინაში დარჩენა და რუს ოკუპანტებთან ბრძოლა აირჩია.

ლომაჩენკოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ავსტრალიელი მოკრივე, ჯორჯ კამბოსოს უმცროსი, რომელთანაც ლომაჩენკოს ფინალური ბრძოლა უნდა გაერმართა. კამბოსოსის თქმით, ლომაჩენკოს ნაბიჯი პატივისცემას იმსახურებს.

"პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას და სრულიად მესმის შენი. ვლოცულობ შენთვის და შენი ქვეყნისთვის. გთხოვ, თავს გაუფრთხილდი და როგორც კი დევინთან გავიმარჯვებ, ჩვენ ამ ბრძოლას ორ ნამდვილ ჩემპიონს შორის გავმართავთ. ღმერთმა დაგლოცოს". - წერს კამბოსოსი Twitter-ზე.

კამბოსოსმა ლომაჩენკოსთან ბრძოლის გაუქმების შემდეგ, კალიფორნიელი დევინ ჰენი გამოიწვია, თუმცა ბრძოლაზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მომხდარა.

ლომაჩენკოსა და კამბოსოსის ბრძოლა ივნისში იგეგმებოდა და უკრაინამ ლომაჩენკოს ქვეყნის დატოვებისა და აღნიშნული დაპირისპირებისთვის მომზადების უფლება მისცა. მსგავს სიტუაციაშია კიდევ ერთი უკრაინელი მოკრივე, ალექსანდრ უსიკი, რომელსაც ბრძოლა ბრიტანელ ენტონ ჯოშუასთან ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა ლომაჩენკოს მსგავსად, მანაც უკრაინაში დარჩენა და რუსეთთან ომში მონაწილეობა აირჩია.

კომენტარები