სტივენ კინგი

სტივენ კინგმა რუსულ გამომცემლობებთან თანამშრომლობა შეწყვიტა

Facebook

ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, სტივენ კინგმა უარი თქვა რუსულ გამომცემლობა ACT-თან თანამშრომლობაზე. 

რუსეთში აღარ გამოიცემა წიგნები, რომლებსაც კინგი მომავალში დაწერს. აქამდე რუსულ ენაზე გამოცემულ ნაწარმოებების ლიცენზია გამომცემლობას 3-4 წელიწადში ამოეწურება.

"ძველი ნაწარმოებების დაბეჭდვის უფლება უახლოსი 3 ან 4 წლის განმავლობაში გვექნება, ახალი რომანები ამ ეტაპზე აღარ გამოიცემა". – წერია ACT-ის ოფიციალურ განცხადებაში.

ჰორორის მეფედ წოდებული კინგი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორია. 2015 წლიდან დღემდე კინგის რომანები რუსეთში ბესტსელერების ხუთეულში ხვდება.

სტივენ კინგმა ომის დაწყებიდან მცირე დროში უკრაინას დაუჭირა მხარი

"ეს პუტინის ომია. ქალები და ბავშვები მისი ხელით იღუპებიან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსმა ხალხმა გაიგოს, რა ხდება. საციცოხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დეზინფორმაციის კედელი ჩამოინგრეს". – ამბობს კინგი.

კომენტარები