ვფიქრობ, რომ ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ ყველაფერი იცის ვლადიმირ პუტინის შესახებ. თუ ვინმეს აქამდე ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცნობიერებული თუ ვინ არის ის და ამას ვერც 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს მიხვდა, ახლა უკვე ყველასთვის ცნობილია რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებების შესახებ. დასავლეთმაც კარგად დაინახა ეს ყველაფერი და იციან, რომ უნდა დაეხმარონ უკრაინას და უნდა იყონ ერთიანები, რაც მათგან მნიშვნელოვანი სიგნალია რუსეთისთვის, რომ უკრაინაში სამხედრო აგრესია შეაჩერონ. ვფიქრობ, ევროპა, აშშ და ნატო ასეთი ერთიანი აქამდე არასოდეს ყოფილა. ამას რუსებიც კარგად ხედავენ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზურაბიშვილი: ახლა მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ არის პუტინი - დასავლეთი ასეთი ერთიანი არ ყოფილა
tbl.ge/5xd4
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში.
ამავე თემაზე
- ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ კრემლი კიევს ბელარუსის სუვერენიტეტის ხელყოფაში ადანაშაულებს
- ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
- "გაზპრომის" აქციების ფასი 2009 წლის შემდეგ პირველად 100 რუბლს ჩამოსცდა
- უკრაინამ რუსეთში რაკეტების კომპონენტების საწარმო დაბომბა (VIDEO)
- რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური




