ფეხბურთი

დინამო თბილისი უკრაინის ომში დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული ტვირთით დაეხმარა

Facebook

დინამო თბილისმა უკრაინაში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.

დახმარება დონეცკის შახტარის ორანიზებით მოწყობილ იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფარს გადაეცემა, რომელიც ლვოვშია მოწყობილი. ჰუმანიტარული ტვირთი 200 კომპლექტ საყოფაცხოვრებო ნივთებს მოიცავს, რომლის ჩამონათვალიც უკრაინულმა მხარემ თბილისურ კლუბს მიაწოდა.

"დინამო თბილისი პირველივე დღიდან მხარს უჭერს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ამ დახმარებით კი, გვსურს ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უფრო მკაფიოდ გამოვხატოთ. თითოეული დინამოელის სურვილია, ამ მძიმე პერიოდში, გვერდში დავუდგეთ მოძმე უკრაინელ ხალხს. დინამო თბილისის, მისი გულშემატკივრებისა და ვეტერანების სახელით გვსურს კიდევ ერთხელ თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს მეგობარ ერს". – წერია კლუბის განცხადებაში.

 

კომენტარები