რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთთან კომპრომისების ფორმატს უკრაინელი ხალხი რეფერენდუმზე გადაწყვეტს

President.gov.ua

თუ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების ფარგლებში, ამას საბოლოოდ უკრაინელი ხალხი რეფერენდუმზე გადაწყვეტს. ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიასა და ოკუპირებული დონბასისა და ყირიმის საკითხებს. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Суспільне-სთან ინტერვიუში. 

"პასუხი ძალიან მარტივია, ყველა უკვე ვხვდებით. ჩვენ არ გვიღებენ NATO-ში, იმიტომ, რომ ეშინიათ რუსეთის. სულ ესაა. და ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ, ვთქვათ, რომ "ოქეი, უსაფრთხოების სხვა გარანტიები". არის NATO-ს ქვეყნები, რომელსაც უნდათ, იყვნენ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც სამწუხაროდ, არ შეუძლიათ ალიანსში 100%-იანი წევრობის უზრუნველყოფა, თუმცა, მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რასაც უნდა აკეთებდეს NATO, თუკი ჩვენ ამ ალიანსის წევრები ვიქნებოდით. და მე ვთვლი, რომ ეს ნორმალური კომპრომისია". – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ასე, ზელენსკის განმარტებით, უსაფრთხოების გარანტიის საკითხებთან დაკავშირებით საუბარი იქნება კონსტიტუციურ ცვლილებებზე და უკრაინული კანონმდებლობის შეცვლაზე, სადაც მითითებულია, რომ ქვეყანა გახდება NATO-ს წევრი. 

"მე ყველა მომლაპარაკებელ ჯგუფს ავუხსენი: როდესაც თქვენ საუბრობთ ამ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება, იყოს ისტორიული, ჩვენ წავალთ რეფერენდუმზე. ხალხმა უნდა თქვას და გასცეს პასუხი. თუ როგორი იქნება კომპრომისები, ეს უკვე უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისა და გაგების საკითხია". – თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები