რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"14 700 სამხედრო, 476 ტანკი, 95 თვითმფრინავი" – უკრაინის თავდაცვა ოკუპანტების დანაკარგზე

რუსეთის უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ ოკუპანტებმა 14 700 სამხედრო დაკარგეს. ინფრომაციას უკრაინის უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

განადგურებულია რუსი ოკუპანტების –  476 ტანკი, 1 470 ერთეული ჯავშანტექნიკა, 230 საარტილერიო სისტემა, 74 სარაკეტო სისტემა, 95 თვითმფრინავი, 115 ვერტმფრენი, 914 სატრანსპორტო საშუალება, 3 გემი, 60 საწვავის ავზი, 21 უპილოტო საფრენი აპარატი, 11 სპეციალური აღჭურვილობა, 44 საზენიტო საბრძოლო სისტემა.

"შეუტიეთ ოკუპანტებს, ერთად გავიმარჯვოთ!". – წერს თავდაცვის სამინისტრო.

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა გამოთვლებს ართულებს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები