რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"რუსეთის უკრაინაში შეჭრა NATO-სთვის ელექტროშოკი იყო" – ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას 
Sputnik/Kremlin via REUTERS

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა NATO-ს წევრი სახელმწიფოებისთვის "ელექტროშოკი" იყო.

საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, პუტინის მოქმედებებმა ალიანს სტრატეგიული სიცხადე შესძინა, რის დანაკლისსაც, მაკრონის თქმით, უკანასკნელ წლებში განიცდიდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები