იაპონიაში მიწისძვრას სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი. მილიონობით აბონენტს ელექტრომომარაგება შეუწყდა.
7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 16 მარტს, ფუკიშიმას რეგიონში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებს დაახლოებით საათნახევარში, მიაგის პრეფექტურის სანაპირო ზოლის გასწვრივ ცუნამი მოჰყვა.