მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, მოსახლეობას ცუნამის საფრთხეზე აფრთხილებენ

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმას რეგიონში, ნამიეს მახლობლად იყო. მოგვიანებით, კიდევ ერთი, 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ იშინომაკთან მოხდა.

იაპონიის ოფიციალური პირები მოსახლეობას ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. ამ დროისთვის, ორი მილიონი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი, აქედან 700 000 - დედაქალაქ ტოკიოში.

კომენტარები