რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბოკერია კობახიძეზე: ეს არის პუტინიზმის სტილში მორიგი აბსურდის ნიაღვარი

აბსურდული ნიაღვრის მორიგი რაუნდია კობახიძისგან, ივანიშვილის რეჟიმისგან პუტინიზმის სტილში, რომ ხალხი დააბნიონ. 2008-ში, როდესაც სამწუხაროდ მცდარად, თავისუფალმა სამყარომ, დასავლეთმა, აშშ-მ გადატვირთვა დაიწყო რუსეთთან, მაშინ ჩვენგან სანქციები იყო სიბრიყვე და ანეგდოტად იქცეოდა, ხოლო ახლა, როცა მთელი თავისუფალი სამყარო, დაგვიანებით, მაგრამ როგორც იქნა, სრისავს პუტინის ბოროტების იმპერიას, შავ ხვრელად ქცევა სანქციების თავიდან ასარიდებლად, არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და თავისუფალი სამყაროს ღალატი. ეს არის განსხვავება.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეზე, რომელიც ამბობს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს და ამ პოზიციას "ვერავინ შეგვაცვლევინებს, – "2008-ში არავის დაუწესებია სანქციები, არც საქართველოს, ახლა როგორ გვთხოვენ?". – ამბობს ირაკლი კობახიძე

კომენტარები