CRRC-ის კვლევა

CRRC: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს – ოცნება – 22%, ენმ – 10%, საქართველოსთვის – 3%

ევროპული საქართველო

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 22% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 10% – ერთიან ნაციონალურ მოძრობას.

  • საქართველოსთვის – 3%
  • ლელო – 3%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება – 2%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2%
  • სხვა პარტია – 2%
  • არცერთს/ყველას გადავხაზავდი – 16%
  • არ მივიღებდი მონაწილეობას – 4%
  • არ ვიცი 18%
  • უარი პასუხზე – 20%
CRRC

კვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 7-10 მარტს ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 1 092-მა სრულწლოვანმა პირმა მიიღო, შედეგების ცდომილება 2.96%-ია.

კომენტარები