მიხეილ სააკაშვილი

პენიტენციური: რესპუბლიკურში სააკაშვილს ორი კვლევა ჩაუტარდა,  MRT კვლევაზე უარი თქვა

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 13 მარტს, სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული გამოკვლევების ჩატარების მიზნით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც, მისივე თანხმობით, ორი კვლევა [ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია] ჩაუტარდა. პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ სააკაშვილმა უარი თქვა MRT კვლევაზე.

"მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მის უფლებადამცველებს ჩატარებული კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია სრულად გადაეცემათ.

ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდება, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს. განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, დაამუშაოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან ის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას წარმოადგენს. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილია ყველა საჭირო მედიკამენტითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურებით". – ვკითხულობთ განცხადებაში.

სააკაშვილი: რესპუბლიკურში დადასტურდა, რომ დამმართეს ნეიროპათია, ვერნიკეს ენცეფალოპათია

კომენტარები