პრეზიდენტის მოხსენება

კახიძე ზურაბიშვილზე: ეს ვითომ შემრიგებლური პოზიცია არის ფარისევლობა და თვალთმაქცობა

სანამ ზურაბიშვილით აღფრთოვანების მორიგი ნაივური ტალღა წამოვა - შეგახსენებთ, რომ ის არ უჭერს მხარს პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნებს არც უკრაინის ცის დახურვის, და არც პოლონური თვითმფრინავების მიწოდების შესახებ.

და რაც ყველაზე მთავარია, ზურაბიშვილი დღესაც ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლებამ მისცა რუსეთს საქართველოზე თავდასხმის მიზეზი.

სანამ რუსეთთან ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას უკან არ წაიღებს, მისთვის ტაშისკვრა არის მიამიტური მავნებლობა.

და არც უკრაინის მხარდაჭერაა სრულფასოვანი, თუ მათი მოთხოვნების მიმართ არ ხარ სოლიდარული და ზოგადი სადღეგრძელოებით შემოიფარგლები.

პოლარიზაციაზე რომ პედესტალიდან საუბრობს სისხლიანი ბანერებით და ია კერზაიას სიკვდილამდე მიყვანით "არჩეული", ეს ცალკე ამბავია. თან შეწყალების გამოყენებასაც დაბეჯითებით გამორიცხავს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად.

შესაბამისად, მისი ეს ვითომ შემრიგებლური პოზიცია არის ფარისევლობა და თვალთმაქცობა. კობახიძესთან კონტრასტმა თვალი არ უნდა მოგვჭრას და შეფასების უნარი არ უნდა დაგვაკარგინოს

წერს Facebook-ზე ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე.

კომენტარები