პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრეზიდენტი პარლამენტს: საზოგადოება თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და ერთიანია

ამიტომ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის, და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: ძალა ერთობაშია!

საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოხსენება პარლამენტში. 

 

კომენტარები