რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შმიგალი G7-ს: მოგმართავთ გარიცხოთ რუსეთი და ბელარუსი საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი G7-ის წევრ ქვეყნებს რუსეთისა და ბელარუსის საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკის ყველა ორგანიზაციიდან გარიცხვის ინიციატივით მიმართავს.

"ახლახანს მოვაწერე ხელი ოფიციალურ მიმართვას აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და იაპონიისადმი რუსეთისა და ბელარუსის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყველა ორგანიზაციის წევრობის შეჩერებაზე. ამ ორმა ქვეყანამ დაარღვია საკუთარი ვალდებულებები და საკუთარი პოლიტიკა ომისკენ მიმართა". - წერს შმიგალი.

შმიგალის თქმით, წერილში მოყვანილია ცხადი არგუმენტები და მითეთებულია წყაროები, რომელიც ცხადყოფს ზემოხსენებული ქვეყნების მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან შეთანხმების შედეგად აღებული ვალდებულებების არაერთ დარღვევაზე.

კომენტარები