რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლში დაბომბვას ერთი წლის ბავშვი ემსხვერპლა

Evgeniy Maloletka / AP Photos

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დაბომბვას ერთი წლის ბავშვი ემსხვერპლა. CNN-ის ინფორმაციით, დაჭრის შემდეგ ბავშვი კლინიკაში წაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქალაქ მარიუპოლში 5 მარტს მოქალაქეების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გახსნილიყო, თუმცა რუსეთმა დაარღვია შეთანხმება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას კვლავ თავშესაფრებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები