ევროპული საქართველო

ბოკერია: პრეზიდენტისგან უკრაინის მხარდაჭერა აღსაფრთოვანებელი კი არა, მინიმალური პოზიციაა

რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის აღფრთოვანებას სალომე ზურაბიშვილის ბოლო გამონათქვამებით თუ გამოსვლებით, თუ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მართლაც გადააფასა, წარსულში მის მიერ დაკავებული უმძიმესი პოზიციები, რბილად რომ ვთქვათ უმძიმესი: როცა ის საქართველოს აბრალებდა ომის დაწყებას, როცა ის საკუთარი ქვეყნის მთავრობას აბრალებდა წითელუბნის დაბობვას, როცა უკანასკნელი რუსეთმა დაბომბა, როცა ის NATO-ს წვრთნებს აპროტესტებდა საქართველოში, - თუ ეს გადაიაზრა, ეს უნდა გვითხრას საზოგადოებას და მაშინ ეს იქნება რაღაც განაცხადი. თუ არადა, ეს გამოიყურება ევროპაში ახლანდელ საზოგადოებრივ აზრზე რეაგირებად და საკუთარ  რეპუტაციაზე ზრუნვად მომავლისთვის.  

ასევე, ის ბევრად უფრო თანმიმდევრულად და მკვეთრად უნდა დაუპირისპირდეს ივანიშვილის გარემოცვის, ღარიბაშვილის სამარცხვინო პოზიციას და არა ნელთბილად. მაშინ მე ჩავთვლი, რომ რაღაც ცვლილება მოხდა, რაც აღსაფრთოვანებელი არ არის. ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იდგეს ამ პოზიციაზე, უჭერდეს უკრაინას მხარს და გმობდეს პუტინს, აღსაფრთოვანებელი კი არა, მინიმალური, ნორმალური პოზიცია უნდა იყოს.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია. 

კომენტარები