ეს დესტაბილიზაციის მცდელობის სქემაა. ცხადია, რომ 2008 წლის ომმა ვერ მოახერხა, რომ საქართველოსთვის უარი ეთქმევინებინა მის პერსპექტივებზე, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
[...] არა მგონია, ამ რეგიონში, ევროკავშირის აღმოსავლეთით, ჩემზე უფრო ევროპელი ბევრი ლიდერი იყოს. მე განვასახიერებ საქართველოს მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილს, რომელიც გამოსულია ქუჩებში უკრაინაზე აგრესიის პირველი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება ერთ დღეს რუსეთის აგრესია გამოიწვიოს. ჩვენ ევროპული გზით მივდივართ, გარკვეული სირთულეებით, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდხანს გრძელდება.





