რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შეიქმნა პეტიცია, რომლის მოთხოვნა რუსეთთან სპეციალური სავიზო რეჟიმის დაწესებაა

შეიქმნა პეტიცია, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ დააწესოს სპეციალური სავიზო რეჟიმი რუსეთთან.

პეტიციის ავტორები წერენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეებს შეეხოთ მრავალი სანქცია, გაჩდა ჯგუფები, სადაც ისინი საქართელოში ჩამოსვლას აორგანიზებენ.

"აღნიშნული პროგნოზი ბევრ საფრთხეს შეიცავს, თუმცა გამოვყოფ ერთს (ამჟამად ყველაზე აქტუალურს): ჩვენ არაერთხელ გვინახავს პუტინის მხრიდან სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იმ მოტივით, რომ მის "სამშვიდობო" ჯარებს უნდა დაეცვათ საკუთარი მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე "იჩაგრებოდნენ". თუნდაც მხოლოდ ამ პრაქტიკის გამო, დიდი სიფრთხილეა საჭირო რუსების მასობრივ მიგრაციასთან დაკავშირებით (გვერდზე გადავდოთ სხვა მორალური თუ ეკონომიკური ნიუანსები).

ამიტომ, საქართველოში შემოსასვლელად ვითხოვთ რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდეთ სპეციალური (დროებითი) სავიზო რეჟიმი. ვიზა მიეცეთ რუსეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებიან პუტინის დიქტატორული რეჟიმის მიერ და რომელთა სიცოცხლე/ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იმყოფება მათი რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნით. აგრეთვე, ყველა მათგანმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ვლადიმერ პუტინის ფაშისტურ სამხედრო მოქმედებებს! ასეთი სპეციალური სავიზო რეჟიმი უნდა იქნეს შენარჩუნებული მინიმუმ საომარი ვითარების დასრულებამდე და მსოფლიო წესრიგის აღდგენამდე", - წერია პეტიციის აღწერაში.

კომენტარები