რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პუტინი ამტკიცებს, რომ ომი გეგმიური გრაფიკით მიდის. ამის შესახებ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა.
"რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური საომარი ოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ყველა დაკისრებული ამოცანა წყდება და ყველა დასახული მიზანი წარმატებით ხორციელდება".- თქვა პუტინმა.
ვლადიმირ პუტინი კვლავ განაგრძობს საკუთარ პროპაგანდისტულ რიტორიკას უკრაინელ და რუს ერებთან დაკავშირებით. ის უკრაინელების ამ აზრის საწინააღმდეგო პოზიციაზე ყოფნას კვლავ ნეონაცისტებს აბრალებს. პუტინმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ "რუსები და უკრაინელები ერთი ერია".
მან ასევე თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე "დომბასელი მოსახლეობის მშვიდობისთვის იბრძვიან".
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





