საფრანგეთი-რუსეთი

ლავროვი: მამალი საფრანგეთის ეროვნული სიმბოლოა, მამლებივით იბღინძებიან

ბატონმა ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უარს იტყოდნენ არაბირთვული სახელმწიფოს ვალდებულებებზე და დაეუფლებოდნენ ბირთვულ იარაღს, თქვენც გახსოვთ. არ დაგივწყდეთ იმის ნახვა, თუ რა თქვა ჩემმა კოლეგამ, ჟან ივ ლე დრიანმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა... ფრანგებისთვის მამალი ეროვნული სიმბოლოა, აი, ისინიც მამლებივით იჯგიმებიან. მან მსოფლიოსთან კომუნიკაციის კიდევ ერთ სესიაზე თქვა, რომ პუტინს უნდა ახსოვდეს, რომ საფრანგეთსაც აქვს ბირთვული იარაღი. ეს ხომ მე არ მითქვამს და არც პუტინს უთქვამს, ამაზე ლაპარაკი მათ დაიწყეს.

თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. დაახლოებით ერთი კვირის წინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, ბირთვული იარაღი NATO-საც აქვს.

კომენტარები