დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, პუტინმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინა.
"ის, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ ვლადიმერ პუტინის რეჟიმისგან საბრძოლო მასალის გამოყენება, უდანაშაულო მოქალაქეების დაბობვა, ჩემი აზრით, უკვე სრულად კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული. ვიცით, რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი პალატა ამას მხარს დაუჭერს". - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.
ბრიტანეთს სხვა 37 სახელმწიფოსთან ერთად "უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის გამო" სარჩელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





