ევროკავშირი-საქართველო

"მაშინ მოიქეცით ევროპულად" – ევროპარლამენტარი საქართველოს EU-ში წევრობის განაცხადზე

 "კარგი, მაშინ მოიქეცით ევროპულად" - ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა მიჰაილ გალერმა ქართული ოცნების წევრის, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის Facebook-ის პოსტს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ეხებოდა. მაკა ბოჭორიშვილმა გამოაქვეყნა ფოტო ქართული ოცნების სხვა დეპუტატებთან ერთად და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს წარადგენს. 

პოსტზე კომენტარად ევროპარლამენტის წევრმა დაწერა: "კარგით, მაშინ ვალდებულებების შესასრულებლად მოიქეცით ევროპულად - ეს გზავნილი ეხება ყველა დაინტერესებულ პირს".

2 მარტს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს დაჩქარებული წესით ამზადებს და 3 მარტს ოფიციალურად წარადგენს.

28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა.

ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა.

კომენტარები