საქართველოს პარლამენტი

ყაველაშვილის გინების შემდეგ, სამადაშვილი მისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას ითხოვს

პარტია ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი ქართული ოცნების დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას ითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა, მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილმა ოპოიზიციის მიმართულებით შეიგინა.

"ამ სხდომას ვერ გავაგრძელებთ, სანამ დღის წესრიგში არ დადგება მიხეილ ყაველაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი. ესაა ჩვენი მოთხოვნა". – ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას მიმართა, – "ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე".

კომენტარები