უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის უკრაინა-ბელარუსის საზღვართან ჩავიდა.
დელეგაციის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი შედიან.
ზელენსკი დელეგაციის წევრი არ არის.
27 თებერვალს სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკი და ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ უკრაინა-რუსეთის დელეგაციები ბელარუსის საზღვარზე ერთმანეთს წინაპირობების გარეშე შეხვდებიან.
უკრაინელების მთავარი მოთხოვნა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარების გაყვანაა.





