რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გენ. პროკურორის მოადგილე: მთავრობა სწორად მოქმედებს, აცადეთ, სანამ რუსული ჩექმა მოგხვდათ

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა სიმართლე, ოღონდ ძალიან პირდაპირ და არავის დაუმალია, არც დიპლომატია იყო საჭირო, პრემიერია და ქვეყანაზე ზრუნავს იმისთვის, რომ ხვალ თქვენ, ვინც ახლა პროტესტს გამოთქვამთ, გასაქცევი არ გახდეთ ქვეყნიდან, როგორც უკრაინის მოსახლეობის 90% გაიქცა ლვოვის გავლით პოლონეთში.

რა სანქცია უნდა გამოვიყენოთ, რა უნდა ქნას ქვეყანამ, ღვინო აღარ გაყიდოს, მანდარინი, თუ ფულად გზავნილებზე უნდა თქვას უარი? რატომ გვაქვს ამხელა ამბიცია?

მოდი, დაფიქრდით 3.5 მილიონიან ქვეყანას რა სანქციის თავი გვაქვს და მერე ვილაპარაკოთ. ჩვენც არ მოგვწონს და გვეზიზღება ოკუპანტი რუსეთი, მაგრამ, როცა მთავარი პარტნიორი მხდალი გყავს და უიმედოდ ხარ, შენ თავი ხელში უნდა აიყვანო და ზედმეტი არ წამოგცდეს.

განვიხილოთ მეორე მაგალითი. გამოსულიყო პრემიერი და ეთქვა, დავადებთ რუსეთს სანქციებს, ვაგინებთ დამპყრობელს, იმპერიალისტს, სატანის მოციქულს და ბოლოსდაბოლოს დაწყევლიდა მაინც, რას მივიღებდით? 2 დღეში აღებულ თბილისს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შეშფოთებულებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხყოფილს, დახოცილ სამხედროებს (თქვენზე მაგარ და ვაჟკაც ბიჭებს, ვინც ახლა აქციებს მართავთ მგლოვიარე დედებს) გაგახსენებთ, რომ ჩვენმა სამხედროებმა 5-6 დღე იომეს და უკრაინამ, 45-მილიონიანმა ქვეყანამ, ფაქტობრივად, 3 დღე. თქვენ არცერთს გეტყობათ, თქვენი შვილი ომის წინა ხაზზე არ გაგიშვიათ, არ იცით ეგ სიმწარე, შვილის, ძმის, მამის დაკარგვის, ამიტომ ვერ ხვდებით. გონს მოეგეთ თქვენ ემოციებით ხართ შეპყრობილი, მთავრობა სწორედ მოქმედებს ამ შემთხვევაში და აცადეთ, სანამ რუსული ჩექმა მოგხვდათ ცხვირ-პირში.

წერს გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი ბადაშვილი Facebook კომენტარად. 25 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს.

კომენტარები