კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 8 455 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 22.9%-ია

COVID-19-ით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 36 918 ტესტი და დადასტურდა 8 455 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 18 206 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 22.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.17%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 26.71%.

ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევიდან თბილისში 3 548 გამოვლინდა, აჭარაში - 624, იმერეთში – 1 438, ქვემო ქართლში – 363, შიდა ქართლში – 520, გურიაში – 358, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 546, კახეთში – 664, მცხეთა-მთიანეთში – 174, სამცხე-ჯავახეთში – 144, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 120 437, საიდანაც 5 096 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 781 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 114 560 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 125, მათგან 287 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 584 454 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 447 969 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 022.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პირველი მარტიდან იხსნება რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები