კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 10 230 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 25.26%-ია

COVID-19-ით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 40 504 ტესტი და დადასტურდა 10 230 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 7 223 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 25.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.89%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.73%.

ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან თბილისში 4 305 გამოვლინდა, აჭარაში - 523, იმერეთში – 1 662, ქვემო ქართლში – 541, შიდა ქართლში – 638, გურიაში – 424, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 779, კახეთში – 842, მცხეთა-მთიანეთში – 218, სამცხე-ჯავახეთში – 208, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 90.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 130 229, საიდანაც 5 252 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 835 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 124 142 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 156, მათგან 278 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 575 999 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 429 763 პაციენტი და გარდაიცვალა – 15 981.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პირველი მარტიდან იხსნება რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები