კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 12 101 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 25.48%-ია

COVID-19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 486 ტესტი და დადასტურდა 12 101 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 14 764 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 25.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 30.65%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 28.55%.

ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევიდან თბილისში 5 269 გამოვლინდა, აჭარაში - 659, იმერეთში – 1 935, ქვემო ქართლში – 578, შიდა ქართლში – 918, გურიაში – 471, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 801, კახეთში – 795, მცხეთა-მთიანეთში – 340, სამცხე-ჯავახეთში – 199, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 136.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 127 270, საიდანაც 5 358 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 860 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 121 052 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 230, მათგან 289 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 565 769 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 422 540 პაციენტი და გარდაიცვალა – 15 933.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. 

კომენტარები