მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას სრულს და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს, ჩემი ჯანმრთელობა არის კიდევ მეასეხარიხსოვანი. სხვათაშორის, მე მივიღე ჩემი ჰოლანდიელი ინტერნისტისგან წერილი ამასთან დაკავშირებით და ის წერს, რომ კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებით შიმშილობა, ეს გამოიწვევს თქვენი უკვე დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს. მეტაბოლიზმის, ელექტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც თავის მხრივ ქსოვილურ და უჯრედრულ დონეზე უკვე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება. აი, მე მივდივარ ამაზე. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული.
tbl.ge/5v9b
დაკოპირდა
განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- სააკაშვილი: ნავალნის არ იყოს, თავი გავწირე და პრაქტიკულად, ФСБ-ს ჩავუგდე თავი ხელში
- სააკაშვილი: ივანიშვილს ქართველების გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში ვადანაშაულებ
- სააკაშვილი კალაშოვზე: შეიძლება მისი დავალება ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო "მოგვარებაც" იყოს
- სააკაშვილი: რუსული რეჟიმი არჩევნებისთვის ამზადებს გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში
- ევროპარლამენტის მიღებული ანგარიშის შესწორება ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას მოუწოდებს