ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რაც შეეხება უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, უნდა დავაკვირდეთ მის განვითარებას და ამის მიხედვით მივიღოთ ყოველი შემდგომი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ნებისმიერი ომი, რომელიც შეიძლება, წარიმართოს უკრაინის ტერიტორიაზე, იქნება უმძიმესი, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხისთვის. პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დაიწყოს ომი და ზიანი არ მიადგეს ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ამასთანავე, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე და თითოეული ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, სწორედ ამ პრინციპით იქნება ნაკარნახევი.
დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან
კობახიძე: პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყოს
tbl.ge/5v56
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- სენატორი მარკო რუბიო: რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ახლა იჭრება
- ევროკავშირმა რუსეთის თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს სანქციები დაუწესა
- უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდი დაჰაკეს, საიტი არ მუშაობს
- ბლინკენი: აშშ-მ უტყუარად დაინახა რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე
- მედია: რუსეთმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე საჰაერო სივრცე ჩაკეტა




