შუალედური არჩევნები 2022

მდინარაძე: შეუძლებელია შატაკიშვილს მოუგოს სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილმა ჯაფარიძემ

იმის ილუსტრაცია, რომ ის [პარტია ლელო] ნაცმოძრაობის დანამატია, რა თქმა უნდა, ზიანსაც მიაყენებს, მაგრამ გარკვეულ ელექტორატს ნაცმოძრაობიდან შეიძლება მობილიზება გაუკეთოს. ყველა ვარიანტში ბადრი ჯაფარიძის დაყენება ჩვენი კანდიდატის კონკურენტ კანდიდატად, მათთვის არის ძალიან წამგებიანი.

ახლა ერთ-ერთი ინტრიგა რჩება ის, რომ ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გახარია შემოვარდება თუ არა ამ თამაშში. შეუძლებელია ირაკლი შატაკიშვილს გარდაბნის ისტორიულ სოფლებში და რუსთავში მოუგოს ნაცმოძრაობის კანდიდატმა, მით უმეტეს, თუ ეს იქნება სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბადრი ჯაფარიძე.

თქვა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

ლელოს რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი შუალედურ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძე იქნება. გუშინ, 16 თებერვალს, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ჯაფარიძეს ენმ მხარს დაუჭერს და საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს.

კომენტარები