მე-10 მოწვევის პარლამენტი

ჰარცელი მანდატების შეწყვეტაზე: შესაძლოა, ინკლუზიურობისა და პლურალიზმის ხარჯზე მოხდა

რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტას, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად.

ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პარლამენტის მიერ ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას.

კომენტარები